ზაქარია წიკლაური: რა პასუხს გასცემენ “არაღიარებული ხელისუფლების” მიერ შეწყალებული 4 ოქტომბრის შემოქმედები იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი მიზეზით ციხეში რჩებიან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 18:06

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე, ამ საქმეზე დაკავებულ პირებსა და მათ მიერ ბრალის აღიარებაზე მედიას ესაუბრება.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ 1 წლის წინ, 4 ოქტომბრის მოვლენები გარედან იყო მართული უცხო ძალების მიერ, შემდეგ კი სწორედ ამ ძალებმა გასწირეს ის ახალგაზრდობა, რომელიც მათ რადიკალურ პროცესებში აჰყვა.


ზაქარია წიკლაური აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე დაკავებულთაგან შეწყალებას სწორედ ისინი ითხოვენ პირველები, ვინც ზუსტად იცოდა, თუ რა იყო გარე ძალების გეგმა და რა შედეგები მოჰყვებოდა რევოლუციური სცენარის ბოლომდე მიყვანას.


„4 ოქტომბერს ევრობიუროკრატების პირველი იმედგაცრუება ის იყო, რომ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლებმა ვერ შეასრულეს ის დავალება, რომელიც მათ თავის დროზე ჰქონდათ მიღებული - ბოლომდე მიეყვანათ რევოლუცია და შედეგი მიეღოთ; ახლა კი მეორე იმედგაცრუებას შეეჯახნენ - საქმეზე დაკავებულმა ლიდერებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს აღიარება, რომ დანაშაული ჩაიდინეს და სახელმწიფოსგან შეწყალებას ითხოვენ.


თავად დაკავებულებმა გააცნობიერეს, თუ რა დანაშაულს სჩადიოდნენ სახელმწიფოს წინაშე და ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდნენ. ბრალდებულებმა აღიარეს ბრალი და შეწყალების თხოვნით მიმართეს ხელისუფლებას. ამ ფონზე დადუმებულები არიან გარე ძალები და არ იღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ. ამ ძალებმა რეალურად გაწირეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მათ მიერ ორგანიზებულ ანტისახელმწიფოებრივ და რევოლუციურ ქმედებებს აჰყვნენ.


ჩვენ ვხედავთ, რომ შეწყალება პირველებმა სწორედ იმ ორგანიზატორებმა ითხოვეს, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა რევოლუციური სცენარი ჰქონდათ დაგეგმილი და რა მოხდებოდა, რა შედეგები მოჰყვებოდა ამ პროცესებს ქვეყანაში. იცოდნენ, რა რისკის წინაშე აყენებდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მათ ენდნენ და გაჰყვნენ ამ ქმედებებში.


რადიკალებმა საკუთარ მომხრეებზე არ იფიქრეს. ის, რომ სახელმწიფოზე არ ფიქრობენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ისედაც ცხადია, მაგრამ არც იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და მომავალზე იზრუნეს, რომლებიც მათ ენდობოდნენ.


შეწყალებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. მაგალითად, მურთაზ ზოდელავას შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ასევე ჯერ კიდევ გასარკვევია, აპირებს თუ არა პაატა ბურჭულაძე შეწყალების თხოვნას.


ისინი [ოპოზიცია] მართლაც კომიკურ სიტუაციაში არიან. როგორც ხდება ხოლმე, შიგნით ერთმანეთს დაერივნენ. ისიც გავიხსენოთ, რა მოწოდებები ჰქონდათ აქციებზე - შვილებს ეუბნებოდნენ, მამებსა და დედებს გამარჯობაც კი არ უთხრათ, თუ ისინი თქვენს მხარეს არ არიან და აქციებზე არ დადიანო. ამით ცდილობდნენ, მშობლები და შვილები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ.


კარმა მართლა არსებობს. პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში ვერ შეთანხმებულან მამა-შვილი, უნდა გამოვიდეს თუ არა პაატა ციხიდან.


გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას [პაატა ბურჭულაძეს] ეგონა, რომ გმირი იყო და დიდ ბრძოლებში მონაწილეობდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამ ბრძოლებს აზრი არ ჰქონდა. მან დანაშაული ჩაიდინა და ახლა ამის აღიარება სურს, რათა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გამოვიდეს. თუმცა მათ ოჯახში საოცარი ვითარებაა - მამა-შვილი ვერ შეთანხმებულა, როგორ მოიქცნენ.


ეს პირადი საკითხია და, მათგან განსხვავებით, ჩვენ მამა-შვილის ურთიერთობაში ჩარევას არ ვაპირებთ. ამიტომ ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ და ამის შესახებ ჩვენც გავიგებთ“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს
გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
შიო მესამე: ჩვენ მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
გერმანიაში დივერსიის საქმეზე უკრაინის მოქალაქე სერგეი კ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
არქივი