დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას - „ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ოქტომბერი 2026, 18:00

განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.


როგორც სამხარაძე აღნიშნავს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს ისე მოექცევიან, როგორც იმსახურებენ.


„გადამთიელების მეთოდი, ხრიკი ასეთია: როდესაც ხალხის სამსახურში ხარ, ემსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, პრიორიტეტი შენი ბერი და ერია! იბრძვი სამშობლოს კეთილდღეობისთვის და გყავს აგენტურული ოპოზიციური სინდიკატი, რომლებიც გადამთიელების ინტერესებს იცავენ, ხელს გიშლიან დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში და ამ დროს ურეიტინგოები არიან, შენს გუნდში, ოჯახში, რომელიც ერისკაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ცდილობენ ვინმე გადაიბირონ, ჩალიჩობენ!


განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას!


კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ. ზოგი მერე პარტიებს ქმნის, ან რაღაცებს და მაინც მინდა ვთქვა! როგორც გახარიას მაგალითით დაწყებული, ახლაც ზოგიერთების ჩვენი დიდი ოჯახიდან გასვლით ან გაგდებით, ყველამ მინდა იცოდეს: „ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, ერისკაცის დაწყებული გზის დაცვას, რომელიც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება!


არ ვივიწყებთ 2011-2012 წლებს და ამით ვამაყობთ, მაგრამ ჭორიკანებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!“ - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს
ზურაბ ჯაფარიძე - თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ხვალ მაბრუნებენ თბილისში
ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
დავით ქართველიშვილი: პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს
თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა
არქივი