The New York Times: ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლის მეხუთე წელს, უკრაინა უმძიმესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კიევზე ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის მხრიდანაც იზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ოქტომბერი 2026, 20:50

ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლის მეხუთე წელს, უკრაინა უმძიმესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა - კიევზე ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის მხრიდანაც იზრდება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

ოთხშაბათს ღამით უკრაინამ ორმაგი დარტყმა მიიღო. უკრაინული მხარის განცხადებით, სამხედროებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაკარგეს წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე - Starshield-ზე, რომელსაც პენტაგონი აფინანსებს და რომელიც უკრაინის ფრონტზე კომუნიკაციისა და საბრძოლო ოპერაციების მართვის მთავარი დასაყრდენია.

კიევში ვარაუდობენ, რომ ეს შეზღუდვები ვაშინგტონიდან მომდინარეობს, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის მორიგი პოლიტიკური დაპირისპირებაა.

როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, Starshield-ის გათიშვამ რამდენიმე საბრძოლო ოპერაციის შეფერხება გამოიწვია. უკრაინული არმია ამ სისტემას მათ შორის დრონების ფლოტის სამართავად და რუსული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, სერგეი ბესკრესტნოვის თქმით, ეს ნაბიჯი შემთხვევითობა არ არის და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს აიძულოს კიევი, შეწყვიტოს იერიშები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რათა გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასები არ გაიზარდოს, რაც აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკელთა“ შანსებს საფრთხეს უქმნის.

SpaceX-ს, ილონ მასკსა და პენტაგონს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Starshield-ის გათიშვის პარალელურად, ოთხშაბათს დილით რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე ათობით ბალისტიკური რაკეტით მასშტაბური იერიში მიიტანა.

საჰაერო დარტყმების შედეგად დედაქალაქ კიევში 600 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეს თავდასხმა მოახლოებული ზამთრის წინ მძიმე სიგნალია უკრაინისთვის, რომლის საჰაერო თავდაცვის სისტემების რესურსებიც თანდათან იწურება.

რუსული დარტყმები პორტებზე, საწყობებსა და ფოლადის ქარხნებზე უკრაინის ეკონომიკას კოლაფსის პირას აყენებს. გარდა ამისა, ქვეყნის ბიუჯეტს მიმდინარე და მომავალ წელს მრავალმილიარდიანი დეფიციტი აქვს, რამაც შესაძლოა ჯარის დაფინანსებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს
ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს
ზელენსკი პირს მორგანის კითხვაზე, გრძნობს თუ არა იგი ღალატს შექმნილი ვითარების გამო: ჩვენ შორის რომ ვთქვათ, დიახ, ნამდვილად არის ღალატის განცდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კეშ პატელი რუსეთში ჩავიდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს
არქივი