რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება.
“ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება”, - აღნიშნა ლავროვმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციამ აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ დიზელის გარიგებასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ის კონსტრუქციული ქმედებებისთვის მზად არ არის.
“ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია, მაგრამ თავად არავის წინაშე არაფრის ვალში არ არის და არ არის მზად ჩაერთოს რაიმე კონსტრუქციულ ქმედებაში, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თანასწორი იქნება”, - აღნიშნა ლავროვმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |