1
15 ოქტომბერი 2026, 19:24
უწყების ცნობით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
„ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |