რომის პაპი ლეო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 21:47

რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News-ი წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს რომის პაპმა გამოთქვა „მისი ღრმა წუხილი ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე“ და რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

„საუბრის დროს, წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.

საბოლოოდ, წმინდა მამამ ხელახლა დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვები პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, ოლეშკიში რუსული ბლოკადის პირობებში 6 ათასი ადამიანი იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია პარასკევს, თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს
ირაკლი კობახიძე – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
არქივი