დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 22:55

უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Bloomberg-ს მოჰყავს.

კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ე.წ. „სამხედრო პაკეტის“ - Starshield-ის - უკრაინისთვის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია და მას ასევე არ მიაჩნია, რომ ეს ილონ მასკმა გააკეთა.

„ეს მე არ გამიკეთებია და არა მგონია ეს ილონი [მასკი] იყო. არ ვიცი ვინმე სხვა თუ იყო. როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კავშირისთვის და დრონების მართვისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან იყო გაცემული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთში ლიმოჟის მერიის შენობა, რომელსაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, თითქმის მთლიანად განადგურდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს
მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის - ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ
რევაზ სოხაძე: ვცვლით თამაშის წესებს, რათა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და გავაძლიეროთ ქართული სამშენებლო კომპანიები
ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
არქივი