საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ოქტომბერი 2026, 23:46
საფრანგეთში მასობრივი პროტესტის დროს 400-მდე ადამიანი დააკავეს. ცხოვრების გაძვირებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო აქციებში დაახლოებით 550-მა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესე დაყრდნობით ავრცელებს. პროტესტის ორგანიზატორების შეფასებით კი, დემონსტრაციებში მონაწილეობა დაახლოებით 800-მა ათასმა ადამიანმა მიიღო.

რიგ ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. სააგენტო AFP-ს ცნობით, მრავალ ადგილას დაფიქსირდა შენობებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისთვის ცეცხლის წაკიდების, ასევე მაღაზიების ძარცვის ფაქტები. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არეულობაში ბრალდებული პირების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემისთვის.

შსს-ს მონაცემებით, პარიზის ქუჩაში დაახლოებით 110 ათასი ადამიანი გავიდა. ქალაქის მერის, ემანუელ გრეგუარის თქმით, ზოგიერთი ქუჩა „მეთოდურად დაარბიეს“, ზარალი კი „უზარმაზარია“.

არეულობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთში ლიმოჟის მერიის შენობა, რომელსაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, თითქმის მთლიანად განადგურდა
მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის - ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ
რევაზ სოხაძე: ვცვლით თამაშის წესებს, რათა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და გავაძლიეროთ ქართული სამშენებლო კომპანიები
ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ილაპარაკა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
არქივი