შალვა პაპუაშვილი: შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ არ დაუგმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 16:30

დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის, თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად, დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.


როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია.


„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას.“ ეს არის ევროკომისიის 18 ოქტომბრის განცხადება ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთივე განცხადებას ველოდით ევროკავშირისგან:


▪️2019 წლის 20 ივნისს, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პარლამენტის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადა.


▪️2020 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ცესკოს შტურმით აღება, არჩევნების ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა სცადა.


▪️2021 წლის მარტში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ძებნილ ნიკა მელიასთან ერთად, პარტიის სათავო ოფისში შეიკეტა და ხელისუფლების დამხობით დაიმუქრა.


▪️2022 წლის ივნისში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა ხელისუფლების დამხობა სცადეს.


▪️2023 წლის აპრილში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობის და უცხოეთიდან კონტროლირებული ენჯეოების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობისას, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადეს.


▪️2024 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა პარლამენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს.


▪️2025 წლის ოქტომბერში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს.


შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია. პირიქით, ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბრიუსელი საქართველოს ესხმოდა თავს და ამით მოძალადე ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს ფარავდა. როგორც ერთ ცნობილ, ძველ ქარდზე იყო ნათქვამი - "ყველაფერი გასაგებია". ყველაფერი დიდი ხანია გასაგებია.


დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად. ამჯერად გავიხსენოთ, რას ამბობდა პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ და რას ამბობს, როდესაც ფრანგ პოლიციელებს ესხმიან თავს და საფრანგეთის დამხობას ცდილობენ,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
თინა ბოკუჩავა სააკაშვილს სიცრუეში ამხელს
ტრამპი ზელენსკიზე: მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა დიდი ხნის წინ და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა
არქივი