საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 23:11

საფრანგეთის სენატმა ხმათა უმრავლესობით დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.


კანონპროექტს მხარი 340-მა დეპუტატმა დაუჭირა.


ახალი ინიციატივა ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მექანიზმებს და საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას.

კანონპროექტი საფრანგეთის სენატში 2026 წლის 22 ივლისს შევიდა.


კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს შეეძლება შესაბამისი ზომების მიღება იმ შემთხვევებში, როდესაც ინტერნეტით განზრახ, მასობრივად და ხელოვნური ან ავტომატიზებული მეთოდებით გავრცელებული აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები საფრანგეთის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, თავდაცვისა და დიპლომატიის შესაძლებლობებს ან სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას სერიოზულ და უშუალო საფრთხეს უქმნის.


კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას საარჩევნო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ეხება. კერძოდ, შესაბამისი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის ერთი წლიდან სამ წლამდე, ხოლო ჯარიმის ოდენობის 15 000 ევროდან 45 000 ევრომდე გაზრდაა გათვალისწინებული.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადოსლავ სიკორსკი: ვარშავას უკრაინისათვის გადასაცემი Patriot-ის სარაკეტო სისტემები არ გააჩნია
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ
ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
არქივი