საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 23:13

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ ქუჩებზე არ ვრცელდება. ის ციფრულ სივრცეშიც წყდება“.

მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, საარჩევნო პროცესებში მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლი გახდა.

მისივე განმარტებით, ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დემოკრატიულმა დებატებმა ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში, გადაინაცვლა, გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ ცხოვრებას.


ეს განსაკუთრებით ეხება აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება ინტერნეტში ფართოდ მოიკიდოს ფეხი და საზოგადოებაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. ეს არც უბრალოდ სიტყვებია და არც წინასწარმეტყველება.


ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა.


ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ. ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ლორან ნუნიესმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადოსლავ სიკორსკი: ვარშავას უკრაინისათვის გადასაცემი Patriot-ის სარაკეტო სისტემები არ გააჩნია
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს
ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
არქივი