პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 11:39

საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინიციატივები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.


მთავრობის მეთაურის თქმით,ბოლო წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო და სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების წესი.


„შედეგად, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი. ასევე, დაინერგა ღია ბანკინგი და შეიქმნა ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩო, რომლის საფუძველზეც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს. მათგან ერთი სინგაპურული ინიციატივით დაფუძნდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, განახლდა საგადახდო სისტემებიც, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ფინტექ კომპანიებს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად, ეროვნული ბანკის ჩართულობით, ვითარდება რეგიონული ტრანსსასაზღვრო გადახდების პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ფინანსურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მივესალმებით ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას.


ეს ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში თანამედროვე, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ პროცესში თბილისის ფინანსური სამიტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მჯერა, სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.


ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს გისურვებთ!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
არქივი