სააკაშვილი იასკოსთან საერთო შვილის ფოტოს აქვეყნებს და ჟურნალისტებზე კვლავ ბრაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2026, 15:57
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოსთან ურთიერთობასა და მათ საერთო ქალიშვილ ჟასმინზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უკრაინულენოვანი პოსტით გამოეხმაურა.

სააკაშვილმა გაავრცელა ჟასმინისა და დედამისის, გიული ალასანიას, ერთობლივი ფოტო და დაწერა, რომ ქალიშვილი ძალიან ენატრება. მისი თქმით, პატიმრობის გამო ბავშვთან შეხვედრას ვერ ახერხებს და ჟასმინს მის ნაცვლად ბებია ნახულობს და ეხმარება.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, თავად ჩავხუტებოდი ჟასმინს, თუმცა უკვე ხუთ წელზე მეტია, სამარტოო საკანში ვიმყოფები და მასთან შეხვედრა არ შემიძლია. ამიტომ ჟასმინს ჩემ ნაცვლად დედაჩემი ნახულობს და ყველანაირად ცდილობს მის დახმარებას“, - წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მადლობას უხდის ლიზა იასკოს, რომელიც, მისი თქმით, მათ საერთო ქალიშვილს რთულ პირობებში ზრდის. ამასთან, სააკაშვილი პირველად ღიად აცხადებს, რომ ის და იასკო უკვე დიდი ხანია ერთად აღარ არიან.

„ვერანაირი მატერიალური დახმარება ვერ შეცვლის მშობლის გვერდით ყოფნასა და სითბოს. ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ ლიზა იასკოსი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს უკიდურესად რთულ პირობებში ზრდის“, - აღნიშნავს იგი.

სააკაშვილი ასევე აკრიტიკებს უკრაინელი ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პატიმრობით არ დაინტერესებულან, თუმცა მის პირად ურთიერთობებში უხეშად ჩაერივნენ.

„უსაზღვროდ გაბრაზებული ვარ იმ უკრაინელ ჟურნალისტებზე - რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება - რომლებიც ერთხელაც არ დაინტერესებულან ჩემი მრავალწლიანი ტყვეობით, მოწამვლით, წამებითა და ბრძოლით, სამაგიეროდ კი უხეშად ჩაერივნენ ჩემს ურთიერთობაში ქალიშვილთან და ლიზასთან“, - წერს სააკაშვილი.

მან ოჯახის დაშორება ომის შედეგად განცალკევებული უკრაინული ოჯახების ტრაგედიას შეადარა და მედიას მოუწოდა, მისი პირადი ცხოვრებისგან „საპნის ოპერა“ არ შექმნას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: რთულია, ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა
ეკა სეფაშვილი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: ამ კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული თამაშების არასასურველი პოპულარიზაცია, რომლებიც, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა
ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა
დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
არქივი