ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ოქტომბერი 2026, 15:40

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოუხდა.

მისი შეფასებით, ისინი, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პოლიტიკური განშტოებების აკრძალვის საკითხს აკრიტიკებენ, ამით საკუთარ პოზიციასაც წარმოაჩენენ და ამ საკითხზე მათი განცხადებები ყოფილი მმართველი პარტიის პოზიციებთან სიახლოვეს აჩვენებს.

„შეუძლებელია ემოციების და ამავე დროს რისხვის გარეშე მოისმინო ამ ადამიანის, თუნდაც ამ მოკლე ვიდეო ნაწყვეტში ჩატეული ამბავი.


ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა. მოუსმინეთ!

და ვისაც დღეს ენა უბრუნდება, ეს როგორ შეიძლება ამ პარტიის და მისი ნასხლეტების აკრძალვა და თან „დამოუკიდებელი“ ექსპერტების თუ ენჯეო ლიდერების ტრიბუნიდან საუბრობდნენ, სინამდვილეში იმას ადასტურებენ, რომ თითქმის არაფრით განსხვავდებიან მათგან“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: რთულია, ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა
ეკა სეფაშვილი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: ამ კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული თამაშების არასასურველი პოპულარიზაცია, რომლებიც, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა
დიმიტრი ხუნდაძე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონპროექტზე: თუ ამ კანონის დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ადრე უნდა დაგვეწყო. კანონში ცვლილებების მისაღებად საჭიროა მონაცემების გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
რატი იონათამიშვილი: "საგზაო რუკების" მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს
არქივი