დიტო ჩუბინიძეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2026, 14:03

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნა, ვინაიდან 15 დეკემბერს იყო პროცესი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული.

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები. პოლიტიკოსია და კარგად გათვალა სიტუაცია, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა ეს სიტუაცია. მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ...

მოულოდნელად გამოიხედა თანამშრომელმა დიტო ჩუბინიძე გაემზადე სასამართლოსთვისო. მოწმენდილ ცაზე რომ მოხდება რაღაც... 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული პროცესი და ასეთი რამ მოხდა“,- აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ის 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა
გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
არჩილ გორდულაძე - ბატონო მოსამართლევ, რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? - თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ
არქივი