გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 ოქტომბერი 2026, 15:40

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს კი არ ემიჯნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ ქველმოქმედებას.

კახიანის თქმით, იმ ფონზე, როდესაც იყო მოლოდინი, რომ გვარამია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს გაემიჯნებოდა, აღმოჩნდა, რომ ემიჯნებოდა ბიძინა ივანიშვილს.

კახიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქონება საქართველოში არ შეუძენია, თავისი ქონების 80% - 3.5 მილიარდზე მეტი ქვეყანას მოახმარა და გაღლეტილი ბიუჯეტის პირობებში პოლიციელებისა თუ მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა. მისივე თქმით, გვარამია სწორედ ამ სიკეთეებს ემიჯნება.

„დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან, და არაერთი მაგალითი ითქვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. მან ისაუბრა იმაზე, რომ რას ვემიჯნებიო და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა ვემიჯნები მაგალითად, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, იგი თურმე ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში, ანუ ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და, რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80% მოახმარა ქვეყანას, და 3.5 მილიარდი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, იგი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის და აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა
დიტო ჩუბინიძეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფერდა
არჩილ გორდულაძე - ბატონო მოსამართლევ, რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? - თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ
არქივი