ირაკლი კირცხალია - ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება არის ანტიევროპული? მითხარით თუ ვინმეს ასეთ ევროპასთან ინტეგრაცია გინდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 ოქტომბერი 2026, 21:24
ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება არის ანტიევროპული?მითხარით თუ ვინმეს ასეთ ევროპასთან გინდათ ინტეგრაცია, მე არ მინდა, - ამის შესახებ გადაცემაში "ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთიდან წამოსულ ყველა ზეწოლასა და შანტაჟს "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა პასუხი უკვე გასცა.

"ჩვენ ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება თურმე არის ანტიევროპული? მითხარით თუ ვინმეს ასეთ ევროპასთან გინდათ ინტეგრაცია, მე არ მინდა. სამი შვილი მყავს და არც ერთი მინდა იმ ქვეყანაში გაიზარდოს, სადაც შეიძლება კაცი მივიდეს იუსტიციის სახლში და გახდეს ქალი, არ მინდა, არც იმ 1 მლნ 120 ათას ადამიანს უნდა. გინდათ ისეთი ევროპა, რომელიც გეუბნებათ, რომ თურმე ევროპული მომავალი გადის გაუმჭვირვალობაზე? გინდათ ისეთი ევროპული მომავალი, სადაც გეუბნებიან, რომ რა დავალებებსაც გაძლევ მონურად უნდა შეასრულო? გინდათ ისეთ კავშირში შესვლა, სადაც გამოდიან ევრობიუროკრატები და კანდიდატ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ მოხვალთ არანაირი სიტყვის უფლება არ გექნებათ. რომელ კავშირში უნდა გვინდოდეს გაწევრება, სადაც გვეუბნებიან, რომ უნდა იყოთ მონურ პოზიციაში?

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, მზად ვართ მიუხედავად თავდასხმისა, ყველაფერი დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე და გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება
ირაკლი კირცხალია - ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „ტვ პირველის“ რეპორტაჟზე: შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს
ირაკლი კირცხალია - ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს "ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
არქივი