გერმანიაში შაბათს გამართული სტუდენტური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 ნოემბერი 2026, 12:28

გერმანიაში შაბათს გამართული სტუდენტური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

ფრანკფურტის პოლიციის ცნობით, ქალაქში გამართულ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სულ მცირე ერთი პოლიციელი დაშავდა.

უწყების განმარტებით, მომიტინგეები ოფიცრებს განზრახ ესროდნენ ქვებსა და პიროტექნიკას, რის გამოც შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება გახდა საჭირო.

ბრემენში პოლიციამ განაცხადა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი მსვლელობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცალკეულმა მომიტინგეებმა „პიროტექნიკა გამოიყენეს და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს“.

საპროტესტო დემონსტრაციები გერმანიის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის ბერლინსა და მიუნხენშიც გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახეთის პოლიციამ ოჯახში ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ციცინო შავაძე სააკაშვილზე: ძალიან მეცოდება, რომ ასეთ აგონიაშია, უკვე მისი დაკვეთილი მკვლელობები ელანდება, ესიზმრება
სუს-ი - 31 ოქტომბერს სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
არქივი