გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენელს: თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან, ჩვენი გუნდის წევრები კი ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ნოემბერი 2026, 21:12

თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან და ეს შედეგები რომ ვერ მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ, ჩვენი გუნდის წევრები კიდევ, ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან. ეს განსხვავება ჩვენს პარტიასა და იმ პარტიას შორის, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გახარიას პარტიის წარმომადგენლის შეკითხვას, იყო თუ არა გივი მიქანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

„ყველამ ძალიან კარგად იცის რა მოვლენის შემდეგ გადადგა გივი მიქანაძე, ახლა რას აკეთებს და წლების განმავლობაში გივი მიქანაძეს რა აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, ესეც უნდა იცოდეთ.

ის პარტია, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, 2021 წელს რომ დაფუძნდა, ურყევი კავშირი ჰქონდა შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც სისტემური და სისტემატიური დანაშაულები ბრალად ედება.

ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოდის [გახარიას პარტიის წარმომადგენელი} და საუბრობს, რომ 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობა გადავარჩინეთო. მე მაინტერესებს, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად გახარიას პარტია კიდევ რის გადარჩენას აპირებს?! ჯერ ამ კითხვას გაეცით პასუხი და მერე ილაპარაკეთ ჩვენი გუნდის წვერებზე.

თქვენი პარტია ტყუილს ავრცელებდა, რომ თურმე გივი მიქანაძე იყო ადეიშვილის მოადგილე, მერე ტყუილში რომ გამნხილეთ, არც ბოდიში მოიხადეთ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
არჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
თორნიკე ჭეიშვილი - განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
არქივი