საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ნოემბერი 2026, 22:52

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარე საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

„20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში.

21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.

ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად.

საღამოს კი მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენელს: თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან, ჩვენი გუნდის წევრები კი ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან
არჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
თორნიკე ჭეიშვილი - განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
არქივი