კელი დეგნანი - ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 ოქტომბერი 2020, 12:01
ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ხმის მიცემის თავისუფლება, რომ აირჩიონ ლიდერები და შემდეგ მათთვის ანგარიშვალდებულების დაწესება, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს ხმების მოსყიდვას, ამომრჩევლის დაშინებას, არავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღოს.

აშშ-ის საელჩოს საქართველოში 75-ზე მეტი ადამიანი ჰყავს, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, მონიტორინგს უწევენ მედიის გაშუქებას, კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რადგან ეს მნიშვნელოვანი დღეა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები ამ დღით იამაყებენ. რასაც ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო. ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მომზადებულიყო დღევანდელი დღისთვის და რომ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოდ მიიღოს კოვიდის პირობებში. თუ შეიძლება მიდით არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
არქივი