ოთარ ანგურიძე - საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 ივლისი 2021, 14:45
“უკვე სამი თვეა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეტყობა გაუმჯობესება, რასაც ეკონომიკური ზრდის შეფასება მაჩვენებლებიც ამყარებს. ივნისის თვეში რეალური ზრდა 18.7% დაფიქსირდა. ხოლო პირველი 6 თვის ზრდის ტემპმა 12.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მაღალია. სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.7%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივნისის თვის მაჩვენებელი არა მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე მაღალია, როცა პანდემიიდან გამოწვეული ვარდნა იყო, არამედ 9%-ზე მეტით აჭარბებს  2019 წლის ივნისის თვის მაჩვენებელსაც,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ. 

ექსპერტის თქმით, 37.5%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა. სექტორულად თუ განვიხილავთ ზრდა დაფიქსირებულია პრაქტიკულად ყველა დარგში. მათ შორის, დიდი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაუმჯობესებამ. 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სადაც წმინდა ექსპორტი 33.7%-ით არის გაზრდილი და 257 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 19.3%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და 202 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7.7%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებელი და უნდა ითქვას, რომ შემდეგ თვეებშიც ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საპროგნოზო მაჩვენებლებმა და რეალური ზრდის ტემპმაც შესაძლებელია გადააჭარბოს ორნიშნა მაჩვენებელს,“ - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი