მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს საქართველოზე უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს - მცდარია-ანდრია გვიდიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 იანვარი 2020, 15:21

ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვინდიანმა მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

„ამერიკულ დოლარში ორი ქვეყნის ეკონომიკის შედარება სპეკულაციების და პოპულიზმის სივრცეს ტოვებს. კერძოდ, აქ მთავარ როლს თამაშობს ვალუტის კურსი და, შესაბამისად, რომელიმე ვალუტაში ეკონომიკების შედარება ზუსტ სურათს არ იძლევა. სწორედ გაცვლითი კურსის ფაქტორის გამოსარიცხად, საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ეკონომიკები საერთაშორისო დოლარებში იქნას შედარებული. ეს არის ერთადერთი სწორი და უტყუარი საშუალება იმის გასარკვევად, თუ რომელი ეკონომიკა არის უფრო დიდი და ძლიერი. შესაბამისად, საერთაშორისო დოლარებში, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2018 წლის მონაცემებით 12 ათასი დოლარია, ხოლო სომხეთის 10,3 ათასი. აქედან გამომდინარე, მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს - მცდარია,“ - განაცხადა ანდრია გვინდიანმა.


ექსპერტის თქმით, სამწუხარო ტრენდია, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან ეკონომიკური საკითხებით და რიცხვებით პოპულისტური მანიპულაციები მიმდინარეობს. „ცხადია, მათ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ტყუილების ლაპარაკი არ უნდა იკადრო. მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ერკვევიან ეკონომიკურ საკითხებში, არ უნდა კადრულობდნენ მოტყუებით გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მოდელირებული რეალობის წარმოჩენას. ასეთი გამონათქვამები არის რიცხვების წვალება სასურველი შედეგისთვის, რაც მიუღებელია,“ - განაცხადა ანდრია გვინდიანმა.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. საქართველოს მონაცემი სავალუტო ფონდის მომდევნო ანგარიშში აისახება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი