რეიტინგში საქართველოს წინსვლა კერძო და საჯარო სექტორის ეფექტიანმა დიალოგმა განაპირობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 მარტი 2020, 12:41

კერძო სექტორის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ხვედელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აღიარება ისეთი ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.

ირმა ხვედელიანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშს „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2020“ გამოეხმაურა, რომლის თანახმად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია და ანგარიშის 12-ვე კომპონენტში ლიდერობს.

„ანგარიშში საქართველოს წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. საქართველომ შეიმუშავა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მეტად სტრატეგიული მიდგომა და განახორციელა ფოკუსირებული მიზნობრივი პროგრამები,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.

მისი თქმით, მეწარმეობის სტიმულირების ისეთმა პროგრამებმა, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

„საქართველოს წინსვლა განპირობებულია საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი დიალოგითა და თანამშრომლობით. ამ მიზანს ემსახურება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო და ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო. აღნიშნულ ფორმატში განიხილება მცირე და საშუალო მეწარმეობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, გადაიდგა არსებითი ნაბიჯები სხვადასხვა დარგის ბიზნესების წახალისების კუთხით,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშში 12 კომპონენტის გარდა, წელს პირველად არის გაანალიზებული, თუმცა ქულების მინიჭების გარეშე, ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კონკურენცია; კონტრაქტების აღსრულება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა და ბიზნესის კეთილსინდისიერება.

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო ანგარიშში საქართველოს ამ კომპონენტებშიც გამორჩეულად წარმატებული იქნება,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი