IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ივნისი 2026, 18:31

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

ნაშრომი აფასებს საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ოპტიმალურ დონეს, გაზრდილი საგარეო გაურკვევლობის პირობებში.

რეზერვების შეფასების სტანდარტულ დანახარჯ-სარგებლიანობის ჩარჩოზე დაყრდნობით, ანალიზი დამატებით ითვალისწინებს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს: სახელმწიფოს საგარეო სესხების ღირებულებას, კერძო სექტორის დოლარიზაციას და სავალუტო ინტერვენციების (FXI) საჭიროებას, რათა შემცირდეს გაცვლითი კურსის მერყეობა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რეზერვები უზრუნველყოფს დაზღვევისა და სანდოობის უფრო ფართო სარგებელს, ვიდრე ეს სტანდარტული მაჩვენებლებით ჩანს. შესაბამისად, რეზერვების ოპტიმალური დონე შეფასებულია ARA-ის (IMF-ის რეზერვების ადეკვატურობის მეტრიკის) დაახლოებით 145–150 პროცენტის ფარგლებში, რაც აღემატება ტრადიციულ ადეკვატურობის ნიშნულებს.

,,2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები აღდგა და 2025 წლის ბოლოსთვის ARA-ს 100%-იან დონეს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა“, - წერს IMF-ი.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ენერგორესურსების ფასების ზრდა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლა კვლავ გამოწვევად რჩება, ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია. ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული”, - აღნიშნულია IMF-ის ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი