ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 სექტემბერი 2026, 22:02

საქართველო - იაპონიიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ტოკიოში, იაპონიის პარლამენტში შევხვდით საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ აისავას. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე. იაპონია არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს.

ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. მოგეხსენებათ, იაპონიას მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკა აქვს, 4 ტრილიონი მთლიანი შიდა პროდუქტით.

ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ-იაპონური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი