ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 12:45

როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი გზავნილი და კომენტარი მივიღე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ გ.დ.-სთან დაკავშირებით, როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ანანიძის თქმით, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ დეესკალაციის საკანში, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს. ის ასევე აღნიშნავს რომ კადრების დათვალიერებასთან დაკავშირებით იზიარებს სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

„როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოც. ქსელში მსჯავრდებულ გ.დ.-სთან დაკავშირებით, მოკლედ მოგახსენებთ:

პირველი: როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ.

მეორე: როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს.

მესამე: კადრების დათვალიერების ნაწილში ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ.

პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ
არქივი