უკრაინული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 23:25

უკრაინული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინული მხარის ცნობით, ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინის სამხედროების განცხადებით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ყველაზე ძლიერი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მას შეუძლია წელიწადში 21 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება. ქარხანა სპეციალიზებულია საწვავის, საპოხი მასალების და ნავთობქიმიური პროდუქტების ფართო სპექტრის წარმოებაზე“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარეც. ომსკის რეგიონის გუბერნატორმა, ვიტალი ხოცენკომ განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ზონას უკრაინული დრონი დაესხა თავს და ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
ვიტალი კლიჩკო: რუსული იერიშების ფონზე კიევი გადარჩენისთვის იბრძვის, მოსახლეობას დროებით ქალაქიდან გასვლის რეკომენდაცია ეძლევა
მაია სანდუ: მოლდოვა მზად არის, ამ ზამთარს იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც საჭირო იქნება
პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
არქივი