732
05 აგვისტო 2026, 15:57
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
პრეზიდენტი უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |