თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 02 აგვისტო 2026, 00:06

ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი, რითაც ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.

მისივე ცნობით, ჭადრები არ იჭრება და რუსთაველზე უფრო ბევრი ხე დაირგვება.

„უამრავმა ნაცნობმა მომწერა კითხვით: მართლა იჭრება თუ არა რუსთაველის გამზირზე მრავალწლოვანი ჭადრები?

ამ საკითხზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, თუმცა ვისაც არ უნახავს, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არცერთი ჯანმრთელი მრავალწლოვანი ხე არ მოიჭრება.

ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს.

ასევე, გადაიბელა ტროტუართან ახლოს მდებარე ერთი ხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უნდა მოიჭრას მიწა. სხვლა-ფორმირების შედეგად ამ ხეს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთი ხე გაისხვლება რუსთაველის გამზირზე ამავე მიზეზით. დანარჩენი ჭადრის ხეები სრულად იქნება შენარჩუნებული.

მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა
სუს-ი – საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
არქივი