დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 მაისი 2026, 16:06

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში მოახლოებულ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებსა და დასავლეთის დამოკიდებულებას აფასებს. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში იზრდება იმედგაცრუება, რადგან, მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

„სომხებს ყველაზე მეტად პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აინტერესებთ,“ - აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ სომხეთში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სომეხი მოქალაქეების მოსკოვიდან სომხეთში დაბრუნებას შეეხებოდა.

„სომხეთის საზოგადოება ტრადიციულად ბრძენია და ბევრ კომპონენტში, ჩემი აზრით, საქართველოზე უფრო ჭკვიანიც კი. მათ თითქოს ვექტორი შეეცვალათ, პრობლემები შეექმნათ ბიზნესმენებს, მოსახლეობას, ეკლესიას. ამ დროს ჩადიან დელეგაციები, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ სანუგეშო - „ნუ გეშინიათ, თქვენ ხომ ევროპისკენ უმოკლესი გზა ხართ, დაგეხმარებითო“.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელიც ჩავიდა 45 წუთით, მხოლოდ იმისთვის, რომ ინდოეთიდან ვაშინგტონში მიმავალი თვითმფრინავს საწვავი ჩაესხა აეროპორტში. ის მაინც უთხრან, თუნდაც თეორიულად - ნუ გეშინიათ, საქართველოსთან თუ არ მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თქვენთან გავაფორმებთო. ის კი არა, რომ თქვენს სპილენძს წავიღებთ, არამედ უთხრან ის, რაც სომხებს ყველაზე მეტად აინტერესებთ - გამოხატონ პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

სომხეთში ხედავენ, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაპირებების მიუხედავად, სომხეთს მათი მხარდაჭერა არ აქვს. დღეს ამ ყველაფერს პუტინის განცხადებაც დაემატა - ასი ათას სომეხს გამოვუშვებ მოსკოვიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებადო. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება წინ,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი