ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2026, 16:27
აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში. 

სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.
მისი შეფასებით, საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა  „თავისუფლების შეზღუდვა.

„ორიოდე სიტყვით აშშ-ს საელჩოს განცხადებას მინდა გამოვეხმაურო სადაც საუბარია ინტრიგანი და ანგაჟირებული ჟურნალიაგას ვახო სანაიას დაკავებაზე! 

- აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა. ჩვენთან სიტყვა არასოდეს ყოფილა უბრალო ჰაერის რხევა. საქართველოში ნათქვამს ყოველთვის მოჰყვებოდა პასუხისმგებლობა…
- სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა. 

- ჩვენ არ გვჭირდება სხვისი სტანდარტები იმის გასაგებად, თუ რა არის თავმოყვარეობა. ქართული ცივილიზაციის ძალა სწორედ იმაშია, რომ ჩვენთვის ზნეობა კანონის შიშზე კი არ დგას, არამედ საკუთარი სინდისისა და ათასწლოვანი ტრადიციის პატივისცემაზე.

- სად მთავრდება აზრის გამოხატვა და სად იწყება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ზნეობრივი ვანდალიზმი? აზრის გამოხატვის თავისუფლება შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონოდა უფლება ემსჯელა, ეფიქრა, გაეკრიტიკებინა ხელისუფლება, შეეთავაზებინა ალტერნატიული იდეები და დაეცვა სიმართლე.

- რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს.

როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა ვერ ამჩნევს (ან არ სურს შეამჩნიოს) განსხვავება პოლიტიკურ პოლემიკასა და ამორალურ ლანძღვას შორის, ის უბრალოდ კარგავს მორალურ უფლებას, ასწავლოს სხვა ერს, რა არის ცივილიზებული დებატები. კულტურული საზოგადოება იმით კი არ იზომება, თუ რამდენ გინებას ითმენს კანონი, არამედ იმით, თუ რამდენად მაღალია საზოგადოების შინაგანი კულტურა, რომ ბილწსიტყვაობა არ იკადროს.

Ps საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა  „თავისუფლების შეზღუდვა“. - წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი