დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 13 ივნისი 2026, 14:41

დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიუსელში გამართულ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა.

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება იცვლება და უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში წარსულში რჩება.

„ქართული რადიკალური ჟურნალისტიკის ბოლო დღეების დღის წესრიგი აგებული იყო 11 ივნისის „არმაგედონის“ მოლოდინის გარშემო - მაგრამ, ამანაც ჩაიარა. უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება.

ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას ფაქტობრივად არწმუნებდა, რომ ბრიუსელი თბილისს აუცილებლად „დასჯიდა“. თუმცა, გუშინწინ გამართულმა ტექნიკურმა შეხვედრამ საპირისპირო სურათი აჩვენა - უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება.

ლოგიკურია, იმავე რადიკალ-ჟურნალისტებისაგან სახელისუფლებო ბრიფინგებზე დღეიდან შემდეგი შეკითხვის დასმა: „როგორ შეაფასებდით ვიზა-არმაგედონის დღის წესრიგიდან გაქრობას“, მაგრამ ამასაც ამაოდ ნუ დაველოდებით. ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც საკუთარ პერსპექტივებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლას უკავშირებდნენ.

სულ უფრო მეტი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის ნაწილის მხრიდან ტოტალური უსამართლობისა და იდეოლოგიური მიკერძოების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ევროკავშირს უკვე აღარ შეუძლია საქართველოს მხოლოდ შიდაპოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების პრიზმაში შეხედოს.

დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია. ბრიუსელში სულ უფრო კარგად აცნობიერებენ, რომ ულტიმატუმების პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა მხოლოდ ევროკავშირის პოზიციების შესუსტება გამოიწვიოს. საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული გათვლა და არა იდეოლოგიური პრეფერენციები. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის პოლიტიკიდან საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინების პოლიტიკაზე ეტაპობრივ გადასვლაზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი