ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
828 30 აპრილი 2025, 11:30
2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო: 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა, - მონაცემებს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„მარტის თვეში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,270 ერთეულს გაუტოლდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.2%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მსხვილი ბანკები წლების განმავლობაში არ ატყობინებდნენ შესაბამის ორგანოებს ეპშტეინის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
არქივი