ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ვიზიტზე: ეს ყველაფერი ნიშნავს სამარცხვინო პოლიტიკას, რომელსაც „ევროსაბჭოთაკავშირი“ თავის დედაქალაქ ბრიუსელით, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 11 თებერვალი 2026, 23:01

„სამარცხვინო პოლიტიკა“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საქართველოში ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ექსპერტების ვიზიტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეუთო/ოდირმა გაავრცელა.

ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრიუსელი წლებია ახორციელებს ცილისმწამებლურ პოლიტიკას.

„ეს ყველაფერი ნიშნავს სამარცხვინო პოლიტიკას, რომელსაც „ევროსაბჭოთაკავშირი“ თავის დედაქალაქ ბრიუსელით, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც უამრავი ტიპის კრიზისშია ჩაფლული თავად ბრიუსელი, ქვეყანა არ არსებობს, სადაც არ არის დიდი პრობლემები პოლიტიკური, ადამიანის უფლებების დაცვის, აზრის გამოხატვის, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების (ამ ფაქტებს მაქსიმალურად არ აშუქებენ, თუმცა ინტერნეტი გვაქვს და შეგვიძლია დავინახოთ, როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს) კუთხით. გამოჩნდება თუ არა ძლიერი პოლიტიკური პარტია გერმანიაში ან საფრანგეთში, მომენტალურად, ჯიბის სასამართლოების მეშვეობით, იწყება პროცესი ამ პარტიების შეზღუდვის მიზნით", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის მხრიდან არ ელოდება ობიექტურ დასკვნას. „ერთი ის, რომ არ ველოდები ობიექტურ დასკვნას. მეორე, ყველა წინა რეზოლუციას ჰქონდა სარეკომენდაციო ხასიათი, რომელიც არცერთმა კომისიამ არ მიიღო იმად, რომ პრაქტიკულ ჭრილში გადაეყვანა ესა თუ ის პუნქტი. ესენიც რაღაცას დაწერენ, მაგალითად იმას, რომ იზღუდება რაღაცები, უამრავი პოლიტპატიმარი არსებობს და ა.შ. მაგრამ, ამას არანაირი პრაქტიკული ხასიათ არ ექნება", - განმარტა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი