დავით ქართველიშვილი: უკრაინული საზოგადოება ხელისუფლებას სიგნალს უგზავნის - ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 09 ივლისი 2026, 12:37

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკების შემდეგ, ლვოვში პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს სამხედრო გაწვევის ცენტრის თანამშრომლებს და მათი სამსახურეობრივი ავტომობილი გადააყირავეს. ანალიტიკოსი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი ივნისში კიევშიც დაფიქსირდა, რაც მეტყველებს მოსახლეობის სურვილზე, შეწყდეს საომარი მოქმედებები. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ იმავეს აჩვენებენ საზოგადოებრივი გამოკითხვებიც.

„სხვადასხვა კვლევის თანახმად, უკრაინის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტას არსებული ფრონტის ხაზის პირობებში, თუ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი. ეს არ არის კაპიტულაციის მოთხოვნა, ეს არის მოთხოვნა, რომ შეწყდეს აქტიური სამხედრო ფაზა და ქვეყანა გადავიდეს შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინა შესაძლოა მივიდეს არა მშვიდობამდე, არამედ ომის ხანგრძლივ პაუზამდე.

„ანკარაში დასრულებული ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების შემდეგ - 8 ივლისს, საღამოს, ლვოვში ორგანიზებულ პროტესტანტთა დიდმა ნაწილმა გადაუკეტა გზა სამხედრო გაწვევის ცენტრის (ТЦК) თანამშრომლებს და გადააყირავა მათი სამსახურებრივი ავტომობილი. მსგავსი ინციდენტი, ადამიანთა მასობრივი მონაწილეობით, კიევშიც დაფიქსირდა ივნისში. ანუ, აღნიშნული ცალკეული, თუმცა ხშირი შემთხვევების პროცესი - გადავიდა მობილიზაციისადმი წინააღმდეგობის მასობრივ, ორგანიზებულ, სოციალურად გადამდებ და მზარდ ტენდენციაში.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით სიმბოლურია ლვოვი. თუ დაპირისპირება ТЦК-სთან მხოლოდ ომით დაღლილ რეგიონებში კი არა, არამედ იმ ქალაქშიც იფეთქებს, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინული ნაციონალური მობილიზაციისა და ანტირუსული განწყობების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლებოდა, ეს ნიშნავს, რომ ბზარი უკვე აღარ გადის ხაზზე „პატრიოტიზმი/არაპატრიოტიზმი“. ბზარი გადის ხაზზე: „სახელმწიფო ადამიანურ რესურსს ითხოვს, ხოლო საზოგადოებას სულ უფრო ნაკლებად სურს მისი გაღება“. ეს უკვე აღარ არის გეოპოლიტიკური დისკუსია. ეს არის საზოგადოების მკაფიო და პრაქტიკული მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ: შეაჩერეთ ცეცხლი და იპოვეთ გზა საომარი მოქმედებების დასასრულებლად.
საზოგადოებრივი გამოკითხვებიც მსგავს სურათს აჩვენებს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, უკრაინის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტას არსებული ფრონტის ხაზის პირობებში, თუ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი. სოციოლოგიის კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის (КМИС) კვლევებით, ამ ფორმულირებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს. ეს არ არის კაპიტულაციის მოთხოვნა, ეს არის მოთხოვნა, რომ შეწყდეს აქტიური სამხედრო ფაზა და ქვეყანა გადავიდეს შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში.

სწორედ ამიტომ, სულ უფრო რეალისტურად გამოიყურება ე.წ. „კორეული სცენარი“ - არა სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება, არა ისტორიული შერიგება და არა კონფლიქტის საბოლოო სამართლებრივი დასრულება, არამედ ცეცხლის შეწყვეტა, ფრონტის ხაზის გაყინვა, შედეგების ურთიერთარაღიარება და მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება. შესაძლოა, უკრაინა მივიდეს არა მშვიდობამდე, არამედ ომის ხანგრძლივ პაუზამდე. ხოლო დღევანდელი კონფლიქტები ТЦК-ს გარშემო სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სიგნალია, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებას უგზავნის: ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად,“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი