716
05 აგვისტო 2026, 15:21
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |