812
05 აგვისტო 2026, 10:13
თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ ორ ადამიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს, რის შედეგადაც კომერციული ორგანიზაციების დირექტორები, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |