ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ჩემი 1300 ლარიანი სამსახური „მეამაში“ გახდა ეჭვების საბაბი. მე რომ ვირივით ვშრომობ, ჩემი გაშავების ფაბულად აქციეს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 დეკემბერი 2025, 17:48

ჟორჟოლიანისთვის ჩემი 1300 ლარიანი სამსახური „მეამაში“ გახდა ჩემი გაქოცების ეჭვების გაჩენის საბაბი. ასევე დამიწესა მორალური ბარიერი და აკრძალვები სოც ქსელში, რომელიც გამოიყურება ასე: მე თუ „მეამაში“ ვმუშაობ, თვიდან თვემდე რომ გავიტანო ჩემი თავი და ბავშვი და პატიოსნად ვიშრომო, არ მაქვს უფლება ჭყონიაზე გამოთქმული კრიტიკული აზრი დავალაიქო! - ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მეყანწიშვილის თქმით, მისი მუშაობა „მეამაში“ გაშავების ფაბულად აქცია, ხოლო მსხვილი ბიზნესების თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ გაბრაზების საბაბიც კი არ გახდა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის.

„ჟორჟოლიანისთვის ჩემი 1300ლარიანი სამსახური „მეამაში“ გახდა ჩემი გაქოცების ეჭვების გაჩენის საბაბი.

ასევე დამიწესა მორალური ბარიერი და აკრძალვები სოც ქსელში, რომელიც გამოიყურება ასე: მე თუ „მეამაში“ ვმუშაობ, თვიდან თვემდე რომ გავიტანო ჩემი თავი და ბავშვი და პატიოსნად ვიშრომო, არ მაქვს უფლება ჭყონიაზე გამოთქმული კრიტიკული აზრი დავალაიქო!

ჭყონიაზე გაბრაზების საბაბიც კი არ გახდა ნანუკასთვის მისი მადლობები არალეგიტიმურ კობახიძესა და რეჟიმს!

თურმე მსხვილი ბიზნესი რომ ქოცებს კუდს უქნევს ეგ ოქეია და მე რომ ვირივით ვშრომობ ჩემი გაშავების ფაბულად აქციეს!

კიდევ კარგი დასაწყისშივე კარგად მქონდა გააზრებული რომ ჩემი ბრძოლა ჩემს სამშობლოს ეკუთვნის და არა ერთეულ პირებს!

ჩემში ვერც პროტესტს ჩაკლავთ და ვერც ბრძოლის უნარს, ქოცებსაც გეხებათ და მათაც ვინ წესით ქოცებს უნდა ებრძოდეთ და ჩემზე ატარებთ გამოძიებას“, - წერს მეყანწიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი