როდესაც არაბულ ან ჩინურ ინვესტიციებს ვუჭერ მხარს, იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ არაბები და ჩინელები მიყვარს, ვხედავ იმას, რომ ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 03 ნოემბერი 2025, 17:38

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ინვესტიციები რომ თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს და განვითარდეს. თუ განვითარება არ იქნება, მაშინ ნამდვილად დაგვიპყრობენ, დავიშლებით მარტივ მამრავლებად, გადაგვინაწილებენ. არაბები და ჩინელები თქვენ არ გინდათ, რუსეთი ოკუპანტია, დასავლეთი მარტო რევოლუციებში და დესტრუქციულ პროცესებში დებს ფულს რომ ომის ტერიტორიად მოგამზადოს, ქართველს კიდე ფული არა აქვს. ვიღაცამ ხომ უნდა ჩადოს ინვესტიცია?, - წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი.

ჭოტორლიშვილი აფასებს „ემაარ ჯგუფის“ მიერ განსახორციელებელ ინვესტიციაზე საზოგადოების არაერთგვაროვან გამოხმაურებას და განმარტავს, რომ საქართველო გადარჩენისთვის იბრძვის და ინვესტიციების ასარჩევად არ აქვს საქმე.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ ტურიზმის ნაცვლად, ინვესტორი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მოიზიდო, შენი წილი კაპიტალი უნდა დაახვედრო, რაც განათლებულ მოსახლეობას გულისხმობს და რომელიც საქართველოს არ ჰყავს. რაც შეეხება ფაბრიკა-ქარხნებში ინვესტიციების ჩადებას, ჭოტორლიშვილი ინტერესდება, ვინ აპირებს მუშაობას ფაბრიკებსა და ქარხნებში, რასაც ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი ახალგაზრდები სჭირდება, რომლებიც „ნაშუადღევს 12 საათზე არ იღვიძებენ და მთელი ღამე ზოგი კლუბში ზის, ზოგი ფეხბურთს უყურებს“.

„ჩემს პოსტს არაბულ ინვესტიციაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. შევეცდები გავცე პასუხი კრიტიკულ მოსაზრებებს:

შეკითხვა: ფულის ამღების სუვერენიტეტი ზღაპარია, რა მნიშვნელობა აქვს ფულით დაგიპყრობენ თუ იარაღით.
პასუხი: პრეზიდენტი ტრამპი აიძულებს არაბულ ქვეყნებს და ევროკავშირს 700 მილიარდიანი ინვესტიციები ჩადონ ამერიკაში. თქვენი აზრით ამით ევროკავშირი ან არაბები ამერიკას იპყრობენ? მთელი მსოფლიო იბრძვის იმისთვის რომ მიიზიდოს ინვესტიციები. საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ინვესტიციები რომ თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს და განვითარდეს. თუ განვითარება არ იქნება, მაშინ ნამდვილად დაგვიპყრობენ, დავიშლებით მარტივ მამრავლებად, გადაგვინაწილებენ. არაბები და ჩინელები თქვენ არ გინდათ, რუსეთი ოკუპანტია, დასავლეთი მარტო რევოლუციებში და დესტრუქციულ პროცესებში დებს ფულს რომ ომის ტერიტორიად მოგამზადოს, ქართველს კიდე ფული არა აქვს. ვიღაცამ ხომ უნდა ჩადოს ინვესტიცია?

მესმის რომ არაბები არ გვიყვარს ისტორიული ამბების გამო, მაგრამ ინვესტიცია სიყვარულის გამო კი არ კეთდება. ქვეყანა გადარჩენისთვის იბრძვის. არაბების პერსპექტივითაც შეხედეთ, ნაცვლად იმისა რომ თავის ქვეყანაში ჩაედოთ ფული, საქართველოს მთავრობამ შეაცდინა მათი ოლიგარქი და საქართველოში ადებინებენ ფულს.

შეკითხვა: მაღალ ტექნოლოგიებში და არა ტურიზმში.

პასუხი: ინვესტიციების ასარჩევად არ არის საქმე. მაღალი ტექნოლოგიები რომ გინდათ ქვეყანაში სადაც სანთლით საძებნელია კვალიფიციური ინჟინერი და უმეტესობა საპენსიო ასაკის. კვალიფიციური მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები ქვეყანაში თითებზე ჩამოსათვლელი. რა ტექნოლოგიები გინდათ ამის შემყურეს? თქვენ გგონიათ ინვესტორებმა ეგ არ იციან? ბოლო ადგილზე რომ არიან ქართველი ახალგაზრდები წაკითხულის გააზრებაში. ოცდაათი წელია რომ ვამბობდით არ შეიძლებოდა საბჭოთა განათლების და მეცნიერების სისტემის ბოლომდე განადგურება, მაშინ თქვენ ამოიღეთ ხმა? ყოველი მეორე ახალგაზრდა რომ მუსიკოსი, მხატვარი, რეჟისორი, მწერალია დანარჩენი კი იურისტი და დიპლომატი. ვინ იმუშავებს მაღალ ტექნოლოგიებში?
მაღალ ტექნოლოგიებში იმისთვის რომ ინვესტორი მოიზიდო შენი წილი კაპიტალი უნდა დაახვედრო, ეგ კაპიტალი არის განათლებული მოსახლეობა რომელიც საქართველოს არა ჰყავს. ძლივს გაბედა მთავრობამ განათლების რეფორმაზე დისკუსიის დაწყება და დაესიეთ სუყველა, აკადემიურ სისტემაში ინფილტრირებული ენჯეოშნიკები, ჟურნალისტები და რაც ყველაზე სავალალოა მოსახლეობის დიდი ნაწილი.

შეკითხვა: ჩვენ გვინდა ინვესტიციები ფაბრიკა-ქარხნების განვითარებაში.
პასუხი: ვინ აპირებთ ფაბრიკა ქარხნებში მუშაობას? მაგას სჭირდება ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი ახალგაზრდები რომლებიც ნაშუადღევს 12 საათზე არ იღვიძებენ და მთელი ღამე ზოგი კლუბში ზის ზოგი ფეხბურთს უყურებს. საქართველოს არა ჰყავს მუშათა კლასი არც გლეხები. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი უკვე საპენსიო ასაკშია, ახალი ვერ შეიქმნა. იმათ ვისაც ქარხნებში და ფერმებში უნდა ემუშავათ, იურისტების და სოციალური მეცნიერებების მაგისტრის დიპლომები აქვთ და არაფერში არ არგიათ, იმიტომ რომ ცოდნა და განათლება არა აქვთ არანაირი.

Ps. როდესაც არაბულ ან ჩინურ ინვესტიციებს ვუჭერ მხარს, მაგას იმიტომ კი არ ვაკეთებ რომ არაბები და ჩინელები მიყვარს, ან პირადი დაინტერესება მაქვს. თქვენგან განსხვავებით ვხედავ კატასტროფულ საფრთხეებს და იმას რომ ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, შინაური და გარეული მტრით გარემოცული რომელსაც ემატება მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც ამ საფრთხეებს ვერ ხედავს იმიტომ რომ აზროვნება ეზარება“, - წერს ლევან ჭოტორლი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი