დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 31 იანვარი 2026, 19:26
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება სახელისუფლებო გუნდის მიერ დაინიცირებულ გრანტების კანონს. ანალიტიკოსი წერს, რომ მსგავსი მიდგომის საჭიროება გამოავლინა გერმანიაში მიმდინარე გამოძიებამ უკანონო ქოლ-ცენტრების საქმეზე და მასში მიხეილ ბინიაშვილის - დავით კეზერაშვილის გარემოცვის ბრალეულობამ: 

,,როდესაც ოპოზიცია ფინანსდება იმ პირების ორბიტიდან, რომელთა უახლოესი გარემოცვა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობაშია ბრალდებული, სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთი არხების გადაკეტვა“ - წერს ქართველიშვილი. 

ხაზს უსვამს იმასაც, რომ ხელისუფლების ამ პოლიტიკას არ აქვს კავშირი დეზინფორმაციულ კამპანიასთან, თითქოს ემიგრანტები ვეღარ შეძლებენ ოჯახებში თანხის გამოგზავნას. 

„გერმანიაში მიმდინარე უკანონო ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებამ მკაფიოდ გამოკვეთა ის, რაზეც საქართველოში წლების განმავლობაში ღიად საუბრობდნენ. უკანონოდ მითვისებული 230 მილიონი ევროს საქმეზე ბრალი წარედგინა მიხეილ ბინიაშვილს, პირს, რომელიც დავით კეზერაშვილის გარემოცვიდან არის ცნობილი. კეზერაშვილი კი ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული მედია-არხების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური სპონსორია. ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკაში ასეთ „დამთხვევებს“ შემთხვევითობას არ უწოდებენ: როდესაც პოლიტიკის სიახლოვეს ჩნდება მსგავსი მასშტაბის და საეჭვო წარმომავლობის ფული, კითხვა: „საიდან მოდიოდა და რისთვის გამოიყენებოდა“ - გარდაუვალი ხდება.

კეზერაშვილის ფიგურა აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია, სწორედ მისი ამჟამინდელი როლის გამო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ფაქტობრივად ასრულებს ოპოზიციური ინფრასტრუქტურის მთავარი ფინანსისტის ფუნქციას პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია-პლატფორმებისთვის. როდესაც გერმანელი გამომძიებლები აფიქსირებენ, რომ ასეულობით მილიონი ევრო თაღლითური ქოლ-ცენტრების მეშვეობით მისი უახლოესი წრის წარმომადგენლებმა გაიტანეს, ეს ავტომატურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ ფინანსური რესურსების გამჭვირვალობას, რომლითაც საქართველოში პოლიტიკური აქტივობა ფინანსდებოდა.

სწორედ ამ კონტექსტში საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს უცხოეთიდან პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებას, აბსტრაქტული ნორმიდან პრაქტიკულ აუცილებლობად გადაიქცევა. ევროპული გამოძიება ნათლად აჩვენებს, რამდენად მარტივად შეიძლება ტრანსნაციონალური კრიმინალური კაპიტალი შენიღბული იყოს „გრანტებად“, „დემოკრატიის მხარდამჭერად“ ან „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ხელშეწყობად“. ქოლ-ცენტრები, ამ შემთხვევაში, უცხოეთიდან შიდა პოლიტიკურ სივრცეში ფინანსების გადმოქაჩვის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ინსტრუმენტია.

საყურადღებოა ისიც, თუ სად გამჟღავნდა ეს სქემა. არა ქართული სახელისუფლებო მედიის მიერ და არა "რუსული რეჟიმის" მიერ წარმოებული ადგილობრივი გამოძიების ფარგლებში, არამედ გერმანული იუსტიციის მიერ, ევროპული პედანტურობით, კონკრეტული ციფრებითა და სისხლის სამართლებრივი ფორმულირებებით. საბოლოოდ, 230 მილიონი ევროს ეპიზოდი თვალსაჩინო მაგალითად იქცევა, რომელიც ხსნის სახელმწიფოს ლოგიკას. საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას იმ ფულისგან, რომლის წარმომავლობაც ვერ უძლებს არც სამართლებრივ და არც მორალურ შემოწმებას. 

როდესაც ოპოზიცია ფინანსდება იმ პირების ორბიტიდან, რომელთა უახლოესი გარემოცვა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობაშია ბრალდებული, სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთი არხების გადაკეტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკა გარდაუვლად გადაიქცევა კრიმინალური ეკონომიკის გაგრძელებად სხვა საშუალებებით. ხელისუფლების ამ პოლიტიკას არანაირი კავშირი არა აქვს რადიკალების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ ფეიკ-კამპანიასთან, თითქოს ემიგრანტებს აღარ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებში თანხების ტრანზაქცია. მესმის მათი პანიკა კრიმინალური ფინანსური არხების გადაკეტვის გამო, მაგრამ, ნურას უკაცრავად...” – წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი