სადღობელაშვილი: გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 25 მარტი 2026, 14:55

დღეს, როცა საზოგადოება გახლეჩილია და ხშირად დგას რთული არჩევანის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ნდობა, ძმური და მამა-შვილური სიყვარული რომელსაც მეუფეები ერთმანეთის და ჩვენი სულიერი მამის პატრიარქ ილია მეორის მიმართ გამოხატავენ, - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, პატრიარქის მოსაყდრეობა უპირველესად არის ვალდებულების დაკისრება როგორც სასულიერო პირების ასევე მრევლის წინაშე. მისივე თქმით, როდესაც პატრიარქი ენდობა — ეს ნიშნავს, რომ იქ არის სიღრმე, სიწმინდე და სიმართლე.

„რაც შეეხება თავის მხრივ ილია II-ის ნდობას თავის ძმების და შვილების მიმართ ეს არ არის უბრალო ფორმალობა — ეს არის წლების განმავლობაში დანახული ერთგულების, სულიერი სიმტკიცისა და პასუხისმგებლობის შეფასება. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხდებოდა ამა თუ იმ ეპარქიის ჩაბარება კონკრეტულ მეუფეებზე ანდა სასულიერო თუ ადმინისტრაციული თანამდებობის მინიჭება კონკრეტულ მღვდელმთავრებზე!

სწორედ ამ შეხედულებების საფუძველზე ხვდა წილად მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრეობა. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ეს არ გახლავთ დაწინაურება ან კონკრეტული ჯილდო, ეს უპირველესად არის ვალდებულების დაკისრება როგორც სასულიერო პირების ასევე მრევლის წინაშე. ეს გადაწყვეტილება რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე! ეს არის არჩევანი იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც არაერთხელ დადასტურებულა საქმით — სიმშვიდით, გონიერებითა და ეკლესიისა და ერის სამსახურში დგომით. როდესაც პატრიარქი ენდობა — ეს ნიშნავს, რომ იქ არის სიღრმე, სიწმინდე და სიმართლე.

და როდესაც ასეთი ნდობა არსებობს, ჩვენთვისაც ნათელია, ვის გვერდით უნდა ვიდგეთ. ვინ გვიანდერძა პატრიარქმა შემდეგ პატრიარქად.

მე ვდგავარ მეუფე შიოს გვერდით — პატრიარქის ნდობისა და არჩევანის პატივისცემით.
და ბოლოს საზოგადოებამ მინდა იცოდეს და კარგად გაიაზროს, რომ ეკლესიიდან მოკვეთილების და დაშორებულების საქმე არ არის ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი! პეტრე ცაავას, დოროთე ყურაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს, ნიკა გვარამიას, კოლექტიური ნაცების და სხვა ხლისტებისა თუ უღმერთოების გადასაწყვეტი და ასარევი არ არის დედა ეკლესიის წიაღი! ისედაც ბევრი აურიეს, ისედაც ბევრი ძალისმიერი თუ პროვოკაციული ცვლილების მცდელობა ჰქონდათ! აქ არ უნდა გაუვიდეთ პატრიარქის სურვილის დამახინჯება და უცხო ქვეყნიდან დავალებულის შესრულება! ეს არ არის პოლიტიკა - აქ საქმე რწმენას ეხება! სულიერ მამას ეხება! პატრიარქ ილია მეორეს სიყვარულს და ხსოვნას ეხება!“- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი