668
05 აგვისტო 2026, 15:00
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩაზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის შედეგად, 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე სისტემა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 000 ლარი გამოიყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |