ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 13 მაისი 2026, 19:23

„ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს თანაცხოვრება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მისამართით. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, დღეს მასზე ნიანგის ცრემლებს ღვრიან.

დავით ქართველიშვილმა სამარცხვინო უწოდა ამ ძალების წარმომადგენლის, ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს და იქ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი კამპანიის წარმოებას.

„დღეს რადიკალების ბანაკში ყველაზე სამარცხვინო სწორედ ეგ არის, რომ ნიანგის ცრემლებს ღვრიან იმის გამო, თურმე როგორ უყვარდათ გარდაცვლილი პატრიარქი ილია მეორე და ახლა წუხან იმის გამო, თუ რა არჩევანი გაკეთდა. არაფერია ახალი იმაში, რომ რადიკალები ყველაფერს იკადრებენ - ყველაფერს ამოეფარებიან ფარად, ოღონდ არა ქართულს, არა საქართველოს და არა დედა-ეკლესიას.

სამარცხვინოა, როდესაც შენ თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ შენს სამშობლოში, საფრანგეთში (საქართველო არასდროს ყოფილა მისი სამშობლო), რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაცია და ცილისწამება სამარცხვინო რეზოლუციის სახით, რომელსაც საფრანგეთის პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 11-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს თანაცხოვრება, მაგრამ მადლობა ღმერთს, მასშტაბის შემცირება სახეზეა. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში 11 კი არა, ალბათ 67 % იქნებოდა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მორიგ ქმედებას დაუჭერდა მხარს, მაგრამ დღეს ეს 11 %-ია, ხვალ იქნება 7 და მაზეგ, შეიძლება, ეს ყველაფერი ნულამდეც დავიყვანოთ,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი