ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 13 ივნისი 2026, 15:06
არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. 

ჟურნალისტი “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსს ეხმიანება და ამბობს, რომ  ძალიან უნდათ ნაცებს, ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმე, რაც აჩვენებინებს, რომ “ოცნება” ნაცებივით იქცევა, მაგრამ ვერ მიაღწევენ, რადგან “ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას. 

“ძალიან უნდათ პირველ რიგში ნაცებს, რომ ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმე
ისეთი, რაც მათ ტვ უკანასკნელებს აძახებინებს და აჩვენებინებს, რომ ოცნება ნაცებივით იქცევა. მართლა ოცნებად აქვთ ქცეული და ვერა და ვერ აღწევენ ამას.... გეტყვით რატომ ვერც მიაღწევენ - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას, ეს მეტი როგორ უნდა დაუმტკიცოს სრულიად ურწმუნო ადამიანსაც კი, არ ვიცი... მეორეც ერთი იმიტომ, რომ ოცნების გუნდი, ნაცებისგან განსხვავებით, ადამიანებისგან შედგება და არა მანიაკებისგან. ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება. ის ფაქტი, რომ დაწყებული პრემიერიდან, საჯარო გამოსვლებში, თუ ქმედებებით, უმაღლესი თანამდებობის პირები იბრძვიან ამ მანკიერი, მე ვიტყოდი, ნაცური მეთოდების წინააღმდეგ, პოტენციურ მოძალადეს იმასაც აიძულებს, ორჯერ დაფიქრდეს სანამ პოლიციელის მუნდირის გასვრას მოინდომებს. სამწუხაროდ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ კვლავ მოინდომოს ვინმემ საკუთარი კომპლექსების ძალადობრივი ქმედებებით კომპენსირება და სწორედ აქ მაქვს ოცნების დღევანდელი შემადგენლობის იმედი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება”- წერს გეგეჭკორი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი