ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარში“ მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ, თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 17 ივნისი 2026, 13:33

ეს მონაკვეთი ყველაფრით „მშვენიერია“ - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარებში“, ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ „საათი იქს“ დადგომისას - სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ - თუ კი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას - დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვის შესახებ.

მისივე განცხადებით, ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინამ ეს ჯილდო განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით დაიმსახურა და ეს იყო ფასი, რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იუკნევიჩიენე კვლავ მიმართავს ვირტუალურ ქართველ ხალხს, „17 მაისის“ ქართველობას კი ევრობიუროკრატები კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც „დემოკრატიის შუქურას“ წარმოადგენს.

„პირდაპირ იძახის რასა - რომ უკრაინამ ეს ჯილდო დაიმსახურა: განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით. ეს იყო ფასი - რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა და „კრება ბედნიერი დარჩებოდა“. აქვე რასა კვლავ მიმართავს იმ ვირტუალურ ქართველ ხალხს, რომელმაც უნგრეთის დუნაის წყალი უნდა გადაისხას - ევროპელების „ამაყი“ წოდება რომ დაიმსახუროს. „17 მაისის“ ქართველობას კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც „დემოკრატიის შუქურას“ წარმოადგენს.

თავის დროზე ეკონომიკური კავშირების საფუძველზე შექმნილმა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ, 2008 წელს ცივი უარი განაცხადა ომში ჩათრეულ საქართველოს დახმარების გაწევასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მაგრამ, უკრაინა ხომ სულ „სხვა რამაა“ - ამიტომაც მოხდა ბრიუსელის მყისიერი ტრანსფორმაცია სამხედრო ალიანსად, რომელმაც ევროინტეგრაციის საფასურად პირდაპირ დააწესა სისხლიანი ზვარაკის მსხვერპლშეწირვა. ამას გვთავაზობს რასა და ამ „ქართველი ხალხის“ მხარდაჭერის იმედად რჩება...“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი