ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 06 მაისი 2026, 22:17

რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

გეგეჭკორის თქმით, ნორმალური, მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს, როლ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს.

მისივე განცხადებით, კოლექტიური ნაციონალების და მათი მედიების მიზანი არასდროს ყოფილა ეკლესიის სიძლიერე ან ქრისტიანული ღირებულებების დაცვა - პირიქით, მათი მთავარი ამოცანაა, შეარყიონ საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ და დაასუსტონ ინსტიტუტი, რომელზეც ისტორიულად დგას ქართული იდენტობა.

„უბრალოდ, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ. გაიხსენეთ, რა ეპითეტებით, როგორი საშინელი სიტყვებით, დაცინვითა და შეთხზული ცილისწამებებით ლანძღავდნენ ადამიანს, რომელიც თავად უწმინდესმა და უნეტარესმა გამოარჩია. ილია მეორემ, თავისი უდიდესი სიბრძნით, აწონ-დაწონა და ზუსტად ის სასულიერო პირი დაასახელა მოსაყდრედ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.

და ახლა ეგ ფარისეველი ხალხი გამოდის და მორალს გვიკითხავს, თითქოს ეკლესიაზე და პატრიარქზე ზრუნავენ? როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ასეთ შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?
მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა ეკლესიის სიძლიერე ან ქრისტიანული ღირებულებების დაცვა. პირიქით, კოლექტიური ნაცების და მათი მედიების მთავარი ამოცანაა, შეარყიონ საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ, დათესონ შუღლი, გააუფასურონ ავტორიტეტები და დაასუსტონ ის ინსტიტუტი, რომელზეც ისტორიულად დგას ქართული იდენტობა. მეუფე შიოზე თავდასხმაც სწორედ ამ დიდი, მიზანმიმართული ომის ნაწილია, რადგან ის ტრადიციული ეკლესიის მყარ ხაზს წარმოადგენს, რაც ამ რადიკალებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ნურავის ექნება ილუზია, ვისაც დედა ეკლესია და პატრიარქის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ეზიზღება, მას არასდროს ექნება ქვეყნის მიმართ კეთილშობილური ინტერესები. ტყუილად ირჯებით, თქვენი ბინძური კამპანიები საპატრიარქოსა და მეუფე შიოს წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც თქვენი ყველა სხვა ანტისახელმწიფოებრივი პროექტი!” - წერს ლიზა გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი