ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 17 ივნისი 2026, 15:33
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი წლების განმავლობაში გაკეთებულ გზავნილებთან წინააღმდეგობაში მოდის.

მისი თქმით, თუ მართლაც ასე იყო, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე რეალური საუბარი არ მიმდინარეობდა, მაშინ რას ემსახურებოდა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული არაერთი განცხადება, ასევე ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

„ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის საქართველოს ევროკავშირის გაფართოებაზე რეალურად არავინ საუბრობდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია? 

გამოდის, რომ 2022 წლამდე საქართველოს საზოგადოებას ან არასრული ინფორმაცია მიეწოდებოდა, ან ევროპული პერსპექტივა მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყო. ასევე გაუგებარია, რატომ გახდა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის გაფართოების მთავარი კატალიზატორი. ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის, ის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის საფუძველი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. აქედან გამომდინარე: თუ წევრობა ამ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული, რატომ აღმოჩნდა ომი გადამწყვეტი ფაქტორი?
თუ ომმა მხოლოდ დააჩქარა უკვე არსებული პროცესი, ეს გასაგებია. მაგრამ იმის თქმა, რომ მანამდე გაფართოებაზე  საუბარი საერთოდ არ არსებობდა, ეწინააღმდეგება იმ გზავნილებს, რომლებსაც ევროკავშირის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოებას აწვდიდნენ. 

და ბოლოს, ჩნდება  ფუნდამენტური კითხვა: საერთოდ გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც თავადვე აღიარებენ, რომ გადაწყვეტილებებს  არა  ღირებულებები და რეფორმები, არამედ  მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიის  ინტერესები განსაზღვრავს…“ - წერს მეტრეველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი