ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 06 მაისი 2026, 16:55

რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობად შეფასდა.

„[ევროპარლამენტის ანგარიშის] მომხსენებელს, რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია ამ თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ. ვფიქრობ, საჭიროა სრული იგნორირება მათი ამ უაზრო ტექსტებისა და განცხადებების, თუ ანგარიშების, იმდენად არასერიოზული და საფუძველს მოკლებულია ყველაფერი ის, რაც ამ ტექსტებშია ასახული“, - აღნიშნა სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი