გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 10 მარტი 2026, 15:47

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

აბაშიძე აცხადებს, რომ გარე მითითებით გაერთიანებულ „ნაცოპოზიციაში”, მიმოწერა, რომელშიც ჩერგოლეიშვილი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ცისკარიშვილი კი მას „ხისთავიან, უვიც არარაობას“ უწოდებს, ბუნებრივი რუტინაა.

„რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი და ა.შ. ამ უბანძეს სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ.

მოდელირებული ვერსია: დავუშვათ, უსამშობლოთა ამ ე.წ. ალიანსმა მიიღო სახელისუფლებო სადავეები, რომელ ეტაპზე დაიწყება შეიარაღებული ურთიერთდაპირისპირება - ცესკოს შედეგების გამოცხადებისას, თანამდებობების გადანაწილებისას თუ უშუალოდ სადარბაზოებთან დახვდებიან ერთმანეთს?“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი